ნარკოტიკები

შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. "ბიოს" 167 აბი ამოიღო

შსს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლაურა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 124 აბი "სუბოქსინი", 28 აბი "მეტადონი", 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. „ექსტაზი", რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0.5414 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3.4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 7 აბი ე.წ. „ბიო", რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ტრიპტამინის ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.

შსს-ს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით ლაურა ჯ.-ს და ვახტანგ ხ.-ს სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, მე- 6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით).

კომენტარები