ნარკოტიკები

ქუთაისის აეროპორტში 51 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ამოიღეს

შემოსავლების სამსახური

ქუთაისის აეროპორტში 51 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტიში, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, 51 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს",- წერია შემოსავლების სამსახურის განხადებაში.

მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები