რამდენიმე ხნის წინ, რაიონში შემხვდა გარკვეული წრე, მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებული არიან ცოცხის დამზადებით. ძალიან ისეთი ინფორმაცია მომაწოდეს და ჩემი თხოვნა იქნება, თუ ჩაერთვებით და გაარკვევთ. მეც დავინტერესდები ამ საკითხით. თითქოს, ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს პლასტმასის ცოცხებზე. და ფაქტობრივად, გამოდის ის, რომ პლასტმასის ცოცხებს ჩვენ აქ არ ვაწარმოებთ, არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ კიდევ აქედან ვალუტა გავიდეს, და რატომ ხდება ეს? სადღაც 500-600 კაცია დასაქმებული და იმის შიშის ქვეშ არიან, რომ ამ ბიზნესს ვეღარ აწარმოებენ. იქნებ ეს კარგად გავაკონტროლოთ. შეწუხებული დამხვდა რამდენიმე პიროვნება, ალბათ, 15 კაცი, რომლის უკანაც ამბობენ, რომ დაახლოებით 500-600 კაცია. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ცოცხი აქვე ვაწარმოოთ და ვალუტის გადინებაზე არ ვიფიქროთ.
tbl.ge/n5s
დაკოპირდა

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა გელაშვილი კომიტეტის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




