ჩვენ მთავრობამ გვითხრა, რომ ეს [განათლების სისტემის] გერმანული მოდელია და ახლა ჩვენ გვინდა გამოვიცნოთ, რა იგულისხმებოდა ამაში. ბევრ რამეს შეიძლება გერმანული მოდელი უწოდო, მათ შორის, ისეთ რამეს, რაც არანაირ კავშირში არ არის გერმანიასთან. მაგრამ შემდეგ რა ფრაზებიც გავიგეთ, იქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფაქტობრივად ეს არის რაღაც სახელმწიფო დაკვეთის შექმნა გარკვეულ პროფესიებზე. არავითარი შუამავალი უნივერსიტეტსა და ბაზარს არ სჭირდება, ისინი ერთმანეთთან კავშირში არიან. უკეთესი უნივერსიტეტები უკეთეს კავშირში არიან და უარესი უნივერსიტეტები უარეს კავშირში არიან, მაგრამ ეს პირდაპირი კავშირია და ამ კავშირს მთავრობა ვერ გააუმჯობესებს. ერთადერთი რაც შეუძლია, არის ის, რომ ეს სიგნალები რაც ბაზრიდან მოდის დაამახინჯოს და შექმნას სხვა რეალობა, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს საბოლოოდ კარიერის ან პროფესიის არჩევის მიმართ. მაგალითად აგრარულმა უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ ტოქსიკური უნივერსიტეტიდან და ტოქსიკური პროფესიებიდან შენ შეიძლება გახდე ადგილი, სადაც ბევრ ახალგაზრდას, რომელსაც პრეტენზია აქვს კონკურენტული იყოს XXI საუკუნეში, უნდა სწავლა. ანუ ეს შესაძლებელია. მეორე მხრივ, თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს 95%-იანი დასაქმება. ანუ, რაღაცნაირად, ეტყობა ვართმევთ თავს ამ საქმეს
tbl.ge/5vv
დაკოპირდა

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა გადაცემაში თეორემა
ამავე თემაზე
- 2025 წელს სტუდენტი 31 704 აბიტურიენტი გახდა – ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
- ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი ცნობილია – სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა
- NAEC-მა ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - დეტალურად
- სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება




