უკრაინის მთავრობა

უკრაინის უმაღლესმა რადამ იაცენიუკის მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო.

მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას მხოლოდ 194-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მთავრობის გადასაყენებლად კი მინიმუმ 226 ხმა არის საჭირო.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, თუკი პარლამენტი არ იღებს რეზოლუციას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ხელმეორე კენჭისყრა მხოლოდ მომდევნო სესიაზეა შესაძლებელი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორს ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა. გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თანამდებობა გუშინვე დატოვა.

კომენტარები