გიგანტური ხეები

ციხისძირში დაკავებულების სასამართლო პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლემ მტკიცებულებების შესწავლა დაასახელა. ხუთივე დაკავებული დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.

სამი პარტიზანი მებაღე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით გუშინ დააკავეს. მათ პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს მისცა. აჭარის მთავრობამ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. თუმცა, აჭარის მთავრობის მტკიცებით, "დენდროლოგიური პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე". 

კომენტარები