რეკლამა

27-28 თებერვალს SOLO წარმოგიდგენთ კონცერტს - Chris Botti featuring Sting

სოლო

27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO წარმოგიდგენთ კონცერტს - "Chris Botti featuring Sting". გრემის მფლობელი ორი ლეგენდარული მუსიკოსი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკითა და შესრულებით წარდგებიან მსმენელის წინაშე და შესთავაზებენ ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზს.

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი სტინგი ქართველი მსმენელის წინაშე ერთი საათის განმავლობაში იმღერებს და თავისი რეპერტუარიდან ისეთ ჰიტებს შეასრულებს, როგორებიცაა - „Desert Rose", "Every breath You Take" და "Shape of My Heart". კრის ბოტი და სტინგი, ასევე, ერთობლივად შეასრულებენ მსმენელისთვის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებს - "When I Fall In Love," "Concierto de Aranjuez", "The Very Thought of You".

ამერიკაში ყველაზე წარმატებული ჯაზინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი ქართველი მსმენელის წინაშე სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, ვირტუოზ ბენდთან ერთად წარდგება.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. თითოეულ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ორი ბილეთი. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge ან http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარები