საპარტნიორო ფონდი

კანდელაკი: ყოველდღე, ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოწმენი ვხდებით

მხოლოდ იმ ორ ფაქტს, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, რომელიც ცხადია, მხოლოდ აისბერგის წვერია, იმ აურაცხელი კორუფციული და სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტებიდან, რასაც ყოველ დღე ჩადის ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, თვალში საცემია მართლა, რომ ყველაფერი ის რასაც ქართული ოცნება აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ვერ დაუმტკიცა, ქართული ოცნების მთავრობა მართლა აკეთებს და ამას არ მალავს საერთოდ. ყოველ დღე ჩვენ ვხდებით მოწმენი ძალიან ადვილად დასანახი, თვალში საცემი სისხლის სამართლის დანაშაულისა. მაგრამ, მე მაინც მინდა ასევე კონტექსტისთვის აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავისტუმრებთ ივანიშვილის ხელისუფლებას სახლში, ახალი მთავრობა, რანაირი კონფიგურაციისაც არ უნდა იყოს ის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკავდეს და არც დაკავდება შურისძიებით, რადგან სრულიად სხვა ამოცანები იქნება გადასაჭრელი. ეს ქვეყანა იქნება გამოსაყვანი ამ კრიზისიდან და დასაწყები განვითარება

აღნიშნავს, ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა

კომენტარები