რაგბი

საქართველოს რაგბის ნაკრებმა გერმანია 59:7 დაამარცხა

facebook.com/GeorgianRugbyUnion

2016 წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებმა გერმანიის რაგბის ნაკრები 59-ით 7 დაამარცხეს. 

შეხვედრის პირველი 20 წუთის მანძილზე ქართველებმა სათანადო უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლომდე მდგომარეობა შეიცვალა. შესვენებამდე ბექა გორგაძემ, მიხეილ ნარიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და ანტონ ფეიქრიშვილმა ოთხი ლელო გაიტანეს. პირველი ტაიმი 26-ით 7 დასრულდა. 

მეორე ტაიმში კი ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, ლაშა ლომიძემ , ლაშა ხმალაძემ და შალვა სუთიაშვილმა გაიტანეს, მალაღურაძემ კი ოთხი გარდასახვა შეასრულა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო. შეხვედრა ავჭალის სტადიონზე შედგა. 

გამარჯვების ამსახველი ფოტოები:


ფოტო: facebook.com/GeorgianRugbyUnion


ფოტო: facebook.com/GeorgianRugbyUnion


ფოტო: facebook.com/GeorgianRugbyUnion

კომენტარები