შობა

პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. სომეხთა და ქართველთა მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები დაუღალავად იღწვიან ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის.
დაე, 2016 ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ.

კომენტარები