ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ალანია ეწოდოს.
"მზად ვარ, ვცადო ჩვენი რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლა, რათა მას სამხრეთ ოსეთი - ალანია ოფიციალურად ვუწოდოთ. არსებობს ორი განსხავებული ერი და ოსეთის ორი ნაწილი - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია. ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გაერთიანება. ეს არის ჩვენი ერის საუკუნის ოცნება," - განაცხადა თიბილოვმა.
ის იმედოვნებს, რომ "დადგება ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ოსეთი გაერთიანდება ალანიის სახით, რუსეთის ფედერაციაში. ეს ჩვენი არის ოცნებაა, ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრე".
ე.წ. სამხრეთ ოსეთი
თიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის „ალანია“-ს დარქმევას აპირებს





