ბინები დევნილებისთვის

ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს შეცდომით გაყიდული ბინები დაურეგისტრირა

თბილისის ზღვის ქალაქი
eurasianet.org
დევნილთა სამინისტრომ 14 ოჯახს თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გასდასცა ბინები, თუმცა ადგილზე მისულ დევნილებს ბინები უკვე დაკავებული დახვდათ, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

დევნილთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და 14 ოჯახს შეცდომით სხვისი საკუთრება დაურეგისტრირდათ. სამინისტროში ამ შეცდომას მშენებლობისა და საჯარო რეესტრის ინფორმაციებს შორის აცდენას უკავშირებენ.

სამინისტრო ამ ოჯახებისთვის სხვა სადარბაზოში გეგმავს ბინების გადაცემას თუმცა, იძულებით გადაადგილებულ პირებს მისამართის შეცვლა არ უნდათ.

კომენტარები