ბინები დევნილებისთვის

1164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში 1 ლარად გადასცემენ

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1,164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯამში, საცხოვრებელი ფართი 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

„ეს პროცესი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე გადაეცა 5 120 დევნილ ოჯახს“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები