თვითმკვლელობა

ოზურგეთში მეორეკლასელი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

metro.us
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ თავი ჩამოირხჩო. გარდაცვლილი ბავშვი დედამ იპოვნა. ადგილობრივების თქმით,ბავშვის დედა ოზურგეთში იმყოფებოდა, ბავშვი კი ბებიასთან იყო დატოვებული.
 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათ კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც თბილისში ნათესავთან ცხოვრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები