მე შემიძლია, დაახლოებითი დრო გითხრათ. რაც ჩვენ ახლა ვიცით, ის არის, რომ ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის სამართლებრივ ორგანოში, შემდგედ დაიწყება დისკუსიები და საბოლოოდ, პროგრესი წევრი ქვეყნების ხელშია. ასევე, ევროპარლამენტის წევრების ხელში. დრო, რომელიც საჭირო იქნება, გამოცდილებიდან გამომდინარე, და ჩვენ ეს გამოვცადეთ მოლდოვის შემთხვევაში, დრო, კომისიის პროგრესის ანგარიშსა და ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო ოთხიდან ხუთ თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერ დავეყრდნობით, რადგან შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება ქვეყნებს შორის.
tbl.ge/n0z
დაკოპირდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი კითხვაზე, რამდენ ხანში შეძლებს პირველი ქართველი მოქალაქე შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას.
ამავე თემაზე
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან
- კასტანერი: თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ შეგეზღუდოთ თავისუფალი წვდომა ევროპასთან
- კობახიძე: დარწმუნებული ვარ გართულებები არ გვექნება და ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ