გამწვანება

ელისაშვილი: დავით ნარმანია უკვე თავის ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს

ნახევარი მილიონი ხე დავრგეო, დავით ნარმანიამ თქვა დღევანდელ შემაჯამებელ პრეზენტაციაზე. არ ვიცი, რომელიმე სხვა ქალაქის მერი ხომ არ არის დავით ნარმანია, სადაც ხეებსაც რგავს, გზებსაც აგებს, ხიდებიც გაყავს და რაღაცებს აკეთებს. არ ვიცი, ვეძებ ამ ქალაქს. თბილისი არ არის ის ქალაქი, სადაც ნახევარი მილიონი ხე დაირგო. უკვე თავის ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს დავით ნარმანია, სადაც ყველაფერი კარგადაა, ხეები შრიალებენ, გზები დაგებულია, თავშესაფრები აქვთ სოციალურად დაუცველებს და ყველაფერი არის ბრწყინვალედ.

ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები