გამწვანება

ნარმანია დამწვარ ხეებზე: თუ ასე შესტკივათ გული, უკეთესი იქნება, ბარს მოკიდონ ხელი

ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და ამდენი ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, ვინც ცდილობს, რომ დეზინფორმაციით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, ეს არის ნახანძრალი ტერიტორია, რომლის საკომპენსაციოდაც იქ ძალიან ბევრი ხე დაირგო. უკეთესი იქნება, ჯერ გაერკვნენ სიტუაციაში და მერე გველაპარაკონ და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ბარს მოკიდონ ხელი და დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე, თუ ასე შესტკივათ გული ქალაქზე და მის გამწვანებაზე. დარგონ ხეები, გაამწვანონ და მოუარონ. განცხადებების გაკეთება ადვილია, თან უპასუხისმგებლო ადამიანებისგან უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია.

On.ge-ს ცნობით, თბილისის მერი დავით ნარმანია "ახალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ნაჩვენებია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამწვარი ხეები.

კომენტარები