გერმანია - ISIS

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიაც ერთვება

Getty Images

გერმანია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ ამერიკულ კოალიციას სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, გერმანია სირიაში მზვერავ და საწვავით მომმარაგებელ თვითმფრინავებს და 1200 ჯარისკაცს გაგზავნის. თუმცა, საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.

"2 წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, როგორი უფსკრულის წინაშე ვიდგებოდით დღეს. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ხალხს ცხადი სიგნალები, რომ ვაპირებთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის თამაშს", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი ჩაერთო.

კომენტარები