თეორემა

ჩიტიძე: წულუკიანი ინსტიტუციების მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევა

იუსტიციის მინისტრი არ გამოირჩევა ხოლმე ტაქტიანობით და ზოგადად ინსტიტუციების მიმართ პატივისცემით. ეს პირად შეხვედრებში, ასევე საჯარო განცხადებებში იკვეთება. შესაბამისად, [საკონსტიტუციო სასამართლოს] რეფორმირება ჩემთვის ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან თუ ჩვენ გვინდა ფუნდამენტური რეფორმები, ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და დღეს არცერთ პარტიას, საბედნიეროდ, არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. 

აღნიშნა გიორგი ჩიტიძემ იუსტიციის მინისტრის განცხადების შესახებ გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები