მეტროპოლიტენის მუშაობა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

სადგურ "სამას არაგველზე" ავტოგადასაბმელი მოწყობილობის დაზიანების გამო თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. როგორც ტაბულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და მეტროს მუშაობის სრულად აღდგენას 2 საათში ელოდებიან.

ამ დროისთვის, მეტროპოლიტენი სადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე მუშაობს.

კომენტარები