საყოველთაო ჯანდაცვა

ურუშაძე: ჯანდაცვა არ უნდა იზრდებოდეს ეკონომიკის ზრდის არათანაბარზომიერად

მე ყოველთვის მინდა, ვეკამათო ადამიანს, რომელიც იძახის, რომ 2015 წელია და ყველაფერი გენიალურადაა. ასე არ არის. ჩვენ ვართ ღარიბი, განვითარებადი ქვეყანა, ვხარჯავთ იმდენს, რასაც სხვა განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები ხარჯავენ ჯანდაცვის სფეროში. 1.8%-ით დახარჯო მთლიანი შიდა პროდუქტი და თქვა, რომ ჯანდაცვა არის უნივერსალური, არის ტყუილი. რაც უფრო ცოტა ხანს ვიცხოვრებთ ამ ტყუილში, სჯობია. ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ - საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ უნივერსალური ჯანდაცვა დააფინანსოს. ამიტომაც, სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ თუ რაიმე რესურსი გვაქვს ბიუჯეტში, პირველ რიგში, მათზე უნდა დავხარჯოთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და იმაზე, რაც ყველაზე საჭიროა. პირველ რიგში, ესაა მედიკამენტების ხარჯების კონტროლი. არ შეიძლება, რომ ქვეყნის ჯანდაცვა იზრდებოდეს ეკონომიკის ზრდის არათანაბარზომიერად. ეს ყოველთვის გამოიწვევს ფინანსურ კოლაფსს ამ სისტემის. თუ ჩვენ გავაგრძელეთ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა და ჯანდაცვის 30%-იანი ზრდა, მივალთ იქამდე, რომ არც ეკონომიკა გვექნება და არც ჯანდაცვა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები