მობილური ტელეფონი

საქართველოში მობილურების იმპორტი 19%-ით შემცირდა - მიზეზი ლარის გაუფასურებაა

Josh Miller / CNET

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში მობილურების იმპორტმა $105 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.2%-ით ნაკლებია. მობილურების იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რის გამოც მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქციას ყიდულობს.

ლარის გაუფასურების გამო მთლიანი იმპორტის მოცულობა 9%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში მოხმარების შემცირებაზე მეტყველებს. ლარის დევალვაციის გამო მთელი რიგი პროდუქტები და მომსახურება, მათ შორის, სმარტფონები და ინტერნეტვაჭრობა გაძვირებულია. იმპორტის შემცირება საოჯახო ელექტრონიკის მაღაზიებისთვის გაყიდვების შემცირებას ნიშნავს. 

2014 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 1.46 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი გაიყიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც $148 მილიონი ანუ 335 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოში გაყიდული მობილურების საშუალო ღირებულება $101 იყო. საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 3.7 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს მობილურების გამოცვლა ქვეყნის მოსახლეობის 39%-ს შეეძლო.

კომენტარები