მობილური ტელეფონი

იაპონიაში უდინამიკო მობილური ტელეფონი გამოუშვეს

იაპონურმა კომპანიამ Kyocera საზოგადოებას ახალი მობილური ტელეფონი წარუდგინა, რომელსაც ტრადიციული სასმენი აღჭურვილობის, დინამიკის ნაცვლად, ეკრანზე დატანილი ვიბრაციის სისტემა აქვს. Kyocera - ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ტელეფონების მომხმარებლები ერთმანეთს ხმას ვიბრაციის შედეგად შექმნილი ხმოვანი ტალღების საშუალებით მიაწვდენენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი, Urbano Progresso-ს დასახელების მობილური ტელეფონი მოდელის მომხმარებელს თანამოსაუბრის ლაპარაკის გაგება ძალიან ხმაურიან ადგილებშიც შეეძლება.

Cybersecurity -ის ინფორმაციით, ახალი ტიპის მობილური ტელეფონი ადვილი გამოსაყენებლია, მომხმარებელს სასაუბროდ მხოლოდ მისი ყურთან ახლოს დაჭერა ესაჭიროება. გამოცემის ცნობით, იაპონური კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც მისცემს ტელეფონით საუბრის შესაძლებლობას.

 

კომენტარები