მობილური ტელეფონი

ლარის გაუფასურების გამო საქართველოში მობილურების გაყიდვები 20%-ით შემცირდა

Getty Images

2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია $79 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები, რაც გასულ წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. მობილურიების იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რის გამოც მოსახლეობა უცხოური საქონლის შესყიდვისგან უფრო მეტად იკავებს თავს.

ლარის დევალვაციის გამო მთელი რიგი პროდუქტები და მომსახურება, მათ შორის სმარტფონები და ინტერნეტ ვაჭრობა გაძვირებულია. მობილურებთან ერთად დაახლოებით 11%-ით შემცირებულია თითქმის ყველა კატეგორიის საქონლის იმპორტი.

2014 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 1.46 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი გაიყიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც $148 მილიონი ანუ 335 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოში გაყიდული მობილურის საშუალო ღირებულება $101 იყო. საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 3.7 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს მობილურების გამოცვლა ქვეყნის მოსახლეობის 39%-ს შეეძლო.

კომენტარები