შუალედური არჩევნები

ივანიშვილი: ინაშვილმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია კოალიციას

საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მინდა მივულოცო ირმა ინაშვილს, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციას და მოულოდნელად ჩემთვის, რეალურად თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. ჩემთვის სამწუხაროა ის განცხადებები, რომლებიც კეთდება გაყალბებასთან დაკავშირებით. ესეც ძალიან აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. რეალურად, თუ გაყალბებაზეა ლაპარაკი, კარგი იქნება, დაკონკრეტებულიყო, ამ დაკონკრეტებაზეც ისინი თავს არ იკავებენ და ამბობენ, რაც აქვთ მხედველობაში, მაგრამ ზოგადად გაყალბებული არჩევნები, მიუღებელია ასეთი ტერმინი. მოპარული არჩევნები არ ყოფილა, არაფერი არ უკადრებია და მათ რიცხვში მე, რაც შემეძლო, თვალს ვადევნებდი ამას. კონკრეტული კითხვები რაც არსებობს, მაგალითად, სამხედროებთან დაკავშირებით, ეს გასაჩივრებულია სასამართლოში. მინისტრებზეც მათ რიცხვში კეთდება აქცენტები და სასამართლოშია გადაცემული, როგორც ვიცი, ამ მიმართულებით კარგი იქნება თუ გაგრძელდება და არა ზოგადად - "გაყალბებული არჩევნები". 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე.

კომენტარები