აშშ-ირანის დაპირისპირება

აშშ აცხადებს, რომ ირანთან საჰაერო დარტყმების გაცვლის შემდეგ "შეჩერებაზე" დათანხმდა

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / X

მედია აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-მ და ირანმა ბოლო რამდენიმე დღეების საჰაერო დარტყმების შემდეგ საბრძოლო მოქმედებების "შეჩერებაზე" შეთანხმდნენ.

მაღალჩინოსანმა BBC-ის აშშ-ს პარტნიორ CBS News-ს დაუდასტურა, რომ გემებს ამიერიდან ჰორმუზის სრუტეში "თავისუფლად" გადაადგილება შეეძლებათ და დასძინა, რომ ომის დასრულების მიზნით განახლებული მოლაპარაკებები გაგრძელდება.

17 ივნისს აშშ-მ და ირანმა ხელი მოაწერეს 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მოიცავდა "ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვეტას."

მემორანდუმის ფარგლებში, ირანი დათანხმდა, რომ "ყველაფერს გააკეთებდა კომერციული გემების უსაფრთხოდ გადაადგილებიs უზრუნველსაყოფად 60 დღის განმავლობაში უფასოდ."

თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო დღეებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ორივე მხრის მიერ განახლებული თავდასხმების გამო.

 

კომენტარები