9-10 ნოემბერს საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში".
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მარინა კალიურანდი ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "საგარეო პოლიტიკის გამოწვევები 2015-2016".





