ფარული ჩანაწერები

ვოლსკი: ვფიქრობ, მშვენიერ შემოქმედ ნიჟარაძეს ამასთან კავშირი არ აქვს

მე არ ვიცი, ავთენტურობა დაზუსტდება, ალბათ. რასაკვირველია, სოფო ნიჟარაძეს, ამ მშვენიერ მომღერალს, შემოქმედს, არაფერი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს, მე ასე მგონია, შიგნით, განწყობა მაქვს ასეთი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რასაც ეუბნება სააკაშვილი იქედან. ადამიანი სერიოზულ პროვოკაციაზე მიდის, რათა რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩართოს ამ საკითხებში. იქ გივი თარგამაძესაც ასახელებს, როგორც მიმწოდებელს, მცოდნესა და ამ საქმის ორგანიზატორს. თვითონ გვარამიას ავალებს ისეთი მოქმედებების ჩატარებას, ის მოგაგონდებათ "12 სკამში" რომ არის - ოსტაპ ბენდერი რომ დავალებას აძლევს, პარაბელუმს მოგცემთო და იბრძოლეო და ის ცდილობს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მოკლედ, კომიკური სიტუაცია შეიქმნებოდა პრინციპში, რომ არ იყოს ეს თემა თვითონ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის, რომლის თავი და თავი არის სააკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე. სოფო ნიჟარაძე ამ დროისთვის დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფება.

კომენტარები