ოფიციალურმა პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების შესვლის გამო შეშფოთება გამოთქვა და მსგავს ქმედებებს სახიფათო და პროვოკაციული უწოდა.
ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა უ შენლიმ, ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსმა მცირე ინციდენტებმა შესაძლოა ომი გამოიწვიოს.
ამერიკული მხარის მტკიცებით, მათი დადგენილი ოპერაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საერთაშორისო კანონებთან სრულ თანხვედრაშია, ჩინეთის აზრით კი, აშშ-ის ქმედება არალეგალურია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული საზღვაო ყუმბარმტყორცნი-გამანადგურებელი USS Lassen სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს შევიდა და ჩინეთის შექმნილ ხელოვნურ კუნძულებს მიუახლოვდა.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობა