რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურა: გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია ალექსი ახვლედიანმა მიაწოდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გვარამიამ შანტაჟის შესახებ ინფორმატორად ალექსი ახვლედიანი დაასახელა. პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დასაკითხად დღესვე დაიბარებს. 

"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით. 
პროკურატურამ მოწმე ნ. გვარამიას შესთავაზა, მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მან უარი განაცხადა", - აცხადებს უწყება.

გუშინ, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრასაქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

კომენტარები