კიბერუსაფრთხოება

Facebook სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშზე თავდასხმის შემთხვევაში შეგატყობინებთ

Reuters

Facebook მომხმარებლებს სახელმწიფოების მხრიდან მათი თვალთავის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ Facebook-ის ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ალექს სტამოსმა კომპანიის სახელით დაწერილ პოსტში განაცხადა. 

Facebook-მა მსგავსი სისტემა სახელმწიფოების მხრიდან სოციალური ქსელების სულ უფრო მეტი მომხარებლის ანგარიშზე თავდასხმის გამო შეიმუშავა. უცნობია თუ როგორ მუშაობს კომპანიის ახალი სისტემა და ისიც თუ როგორ არჩევს

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი ჩინეთში Facebook-ის დაშვებასთან მართავს მოლაპარაკებებს. ჩინეთში ინტერნეტ სივრცე კონტროლირებადია, სახელმწიფოს რამდენიმე ეროვნული სოციალური ქსელის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი სრულად მიუწვდება. სახელმწიფოების მიერ მომხმარებლებზე თავდასხმების განხორციელების შემთხვევაში Facebook-ის მიერ მომხმარებლებისთვის შეტყობინებების გაგზავნა ზაკერბერგის მოლაპარაკებების პროცესს ჩინეთის მთავრობასთან გაართულებს. 
 
Facebook-ს აქამდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია მის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის დეტალების შესახებ, თუმცა როგორც ცნობილია შეტევების მოწყობის მცდელობები ჰქონდათ: ჩინეთის, რუსეთის, ტუნისის, სირიისა და სხვა ქვეყნების კიბერსამსახურებს. არსებობს ეჭვიც, რომ ზოგიერთი თავდასხმა აშშ-ს მთავრობის ორგანიზებულია.

კომენტარები