კიბერუსაფრთხოება

ჩინეთი კიბერშეტევებში მონაწილეობის ბრალდებებს უარყოფს და მათ შეთითხნილს უწოდებს

BBC.COM

აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჩინეთის მთავრობას Mircosoft-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაში ადანაშაულებენ, თუმცა ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს და მათ შეთითხნილს და უსაფუძვლოს უწოდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დასავლეთის ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩინეთის მთავრობა არა აფინანსებს, არამედ თავად ებრძვის ჰაკერულ დაჯგუფებებს. 

სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, კიბერშეტევის მიღმა ჩინური ჰაკერული დაჯგუფება HAFNIUM-ი იდგა, რომლის სამიზნეც Microsoft Exchange-ის სერვერები გახდა. 

დიდი ბრიტანეთი ჩინეთის მთავრობას HAFNIUM-ის დაფინანსებაში და ბრძანებების გაცემაში ადანაშაულებს. 

"Microsoft-ის სერვერებზე ჩინეთის სამთავრობო ჯგუფების თავდასხმა იყო უპასუხისმგებლო, თუმცა ჩვეული ქცევა. ჩინეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სისტემატური კიბერსაბოტაჟი და ელოდოს, რომ თუ არ შეწყვეტს, პასუხის მოსთხოვენ". – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

კიბერშეტევის საშუალებით ჰაკერებმა მსოფლიოს მასშტაბით 30 000-მდე ორგანიზაციის სისტემებში შეაღწიეს და სენსიტიური ინფორმაცია მიითვისეს. 

"Microsoft-ის სერვერების ექსპლუატაციამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიოში ათასობით კომპიუტერისა და ქსელის უსაფრთხოებას, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებს და ევროკავშირის ინსტიტუტების სისტემებს. [შეტევამ] დიდი რაოდენობით ჰაკერებს მისცა წვდომა მონაცემებზე, რომლებიც ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას განაგრძობენ.

ამ უპასუხისმგებლო და სახიფათო ქცევის შედეგია უსაფრთხოების რისკები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიებისთვის. ჩანს, რომ შეტევას სისტემური ეფექტები ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე". – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები