მე მინდა, მსმენელს განვუმარტოთ ერთ მარტივი ჭეშმარიტება. სახელმწიფო შეიძლება, ეთანხმებოდეს მესიჯს, ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ შინაარსში შესვლა არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. მისი ფუნქციაა, ყველას თანაბრად მისცეს საშუალება, საჯარო სივრცე აზრის მშვიდობიან ფორმებში გამოხატვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოხატვა არ იყოს ხელშეშლილი სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მესამე პირების მხრიდან. დღევანდელ მაგალითზე მახსენდება ასევე Stop Russia!-ს აქცია. მართალია, საბოლოოდ ეს აქცია შედგა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შეშლის მცდელობები დაფიქსირდა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ უნდა, საჯარო სივრცეში ისმოდეს განსხვავებული აზრი. ამისთვის შერჩევითად იყენებს კანონს და იყენებს სახელმწიფო მექანიზმებს, რაც არის ძალიან ცუდი. ამიტომ, ასეთი მაგალითები როდესაც ფიქსირდება, სახელმწიფოს წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვეღარ ისაუბრებენ პოლიციის დეპოლიტიზირებაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა, როგორც ამას გვიხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ პოლიცია ჩვენს ქვეყანაში ვერ არის ბოლომდე დეპოლიტიზირებული. ასე, რომ, მინდა კიდევ ერთხელ განვმეორდე, რომ სასამართლოებზე განსაკუთრებით ნუ გადაიტანენ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას და ნუ იტყვიან, რომ "საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის" იმიტომ, რომ პრინციპულად არასწორია თავიდანვე, როდესაც სამართალდამცავები ამ მოტივით ადამიანებს აკავებენ.
აქცია გაზპრომის წინააღმდეგ
ნაცვლიშვილი: ხელისუფლებას არ უნდა, საჯარო სივრცეში ისმოდეს განსხვავებული აზრი
tbl.ge/dff
დაკოპირდა
საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.
ამავე თემაზე
- ტაბულას გენერალური პროდიუსერი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
- პოსტერის გაკვრისთვის დაკავებული სტუდენტის პროცესი გადაიდო
- ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილის და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა
- ტუღუში: რუსული გაზი არის მილი, რომლიდანაც ამოძვრება პუტინი საქართველოში
- ბედინეიშვილი: ძვირი და რისკიანი გაზით ჩანაცვლება ვერ იქნება დივერსიფიკაცია