აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

მშვენიერაძე: GDS-ის პლაკატებზე "შენ ხარ გამოტელევიზორებული" რეაქცია არ ყოფილა

ქალაქ თბილისში ვხედავთ ათეულობით და ასეულობით სხვადასხვა შინაარსის მსგავს სტიკერებს, პოსტერებს, რომლებიც არის გამოკრული სხვადასხვა შენობებზე. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი არის არა ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ გაკრული, არამედ ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, გავიხსენოთ, GDS-ის, ბერა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, ცნობილი პლაკატები - "შენ ხარ გამოტელევიზორებული". მათთან მიმართებაში ადრესატის, გამკვრელის ნახვა და დასჯა იოლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ამ შემთხვევაში რეაქცია არ აქვს. როგორც არ აქვს რეაქცია სახელმწიფოს პოლიტიკურად ნეიტრალური შინაარსის პლაკატების და პოსტერების გამოკვრაზე და ამით აჭრელებულია მთელი ქალაქი. თუმცა, როგორც კი დღეს იყო მცდელობა იმისა, რომ გამოკრულიყო პოსტერები, რომლებიც აბსოლუტურად სამართლიანად აპროტესტებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ გარიგებაზე მიდის რუსეთის ხელისუფლებასთან და ეს ზიანის მომტანია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის - ამ ტიპის პოსტერების გამოკვრისთვის აკავებენ ადამიანებს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პირადად ბატონი ივანიშვილი. ამ ტიპის ქმედება ორ რამეზე მიგვითითებს - ერთი, ეს არის შერჩევითი სამართალი, როდესაც ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური გამოხატვის გამო აკავებს ხელისუფლება და მეორე, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე არ მივიდეს ზუსტი და სწორი ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე და მათ კიდევ უფრო მეტად დაახლოება შეძლონ რუსეთთან.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.

კომენტარები