აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ბოკერია: ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან

ამ შემთხვევაშიც, ისე როგორც ყველა წარსულ შემთხვევებშიც, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი, რომ ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, დაამკვიდროს სტანდარტი, რომ ხელისუფლების ოპონენტთა სიტყვის თავისუფლება, მათ შორის, პლაკატების გაკვრა სამშენებლო ღობეებზე ან თუნდაც ბოძებზე, იყოს დასჯადი. მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიერ დასპონსორებული ან შექმნილი ჯგუფების ძალიან აგრესიული პლაკატები მთელ ქალაქში იყო მოფენილი, ახლაც რომ გაიაროთ, ნახავთ არაერთ პლაკატს ივანიშვილის მხარდამჭერი ჯგუფების გაკრულს ან ნეიტრალური შინაარსის, რომლისთვისაც არანაირ ზომებს საპატრულო პოლიცია არ იღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და, სამწუხაროდ, ეს არის გაღრმავება ამ ტენდენციის. ეს არის პირდაპირ დემონსტრირება იმის, რომ შინაარსის მიხედვით ხდება მოქმედებები მთავრობის დავალებით პოლიციის მხრიდან. ანუ ქმედება კი არ არის დასჯადი, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური ყველა მოქალაქის მიმართ შინაარსით, არამედ ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან. ეს არის კურსი, რომელიც აიღო ივანიშვილმა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. რადგან ხალხის მხარდაჭერით ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ გააჩნია. მაგრამ ამ გზითაც ის ვერ შეძლებს, საზოგადოება მას არ მიიღებს, ეს ყველაფერი დამთავრდება მისი ჩამოცილებით ხელისუფლებიდან.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებაზე.

კომენტარები