აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

სტუდენტებმა გაზპრომთან მოლაპარაკებები ბიზნესცენტრთანაც გააპროტესტეს

ტაბულა

დღეს სტუდენტებმა გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია კანცელარიისა და ოპერის გარდა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც გამართეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაზის გაზპრომის ყიდვით საქართველოს უსაფრთხოებას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სტუდენტებმა მიიტანეს ბანერი წარწერით - "გაზპრომი - საქართველოს ფილიალი".

სტუდენტებმა კანცელარიასთან გამართულ აქციაზე კი სიმბოლურად გაზის ბალონები მიიტანეს.

სტუდენტები გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრას თბილისის სხვადასხვა უბანში გეგმავდნენ. სწორედ, ოპერასთან გაკვრისას დააკავეს სტუდენტი სალომე ხვადაგიანი. იქ იმყოფებოდნენ ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი. სამივე 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დაზიანებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პოსტერებს სწორედ იმ ადგილას აკრავდნენ, სადაც სხვა მრავალი განცხადება თუ პოსტერია და ეს ადგილი სპეციალურად ამისთვისაა გამოყოფილი.

კომენტარები