აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილის, მაჭავარიანის და სტუდენტის ადვოკატი სამმართველოშია

ტაბულა

ორთაჭალის სამმართველოში დაკავებულ ტაბულას დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილთან, გენერალურ პროდიუსერ ლექსო მაჭავარიანთან და სტუდენტ სალომე ხვადაგიანთან ადვოკატი ოთარ კახიძე შევიდა. 

პატრულის თანამშრომლები სტუდენტ სალომე ხვადაგიანთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის და სხვა სტუდენტები გაზპრომთან მთავრობის მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართულ პოსტერებს აკრავდნენ. იქ იმყოფებოდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანიც.

დაკავებულები გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერებს სპეციალურად გამოყოფილ სარეკლამო ადგილას აკრავდნენ, ოპერასთან არსებულ ღობეზე, სადაც სხვა მრავალი განცხადება თუ პოსტერია გაკრული.

პოლიციამ ისინი 150-ე მუხლით დააკავა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მანამდე, სტუდენტებმა კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, მათ შენობასთან გაზის ბალონები მიიტანეს. ისინი გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ და შემდგომ პოსტერების გაკვრას თბილისის სხვადასხვა უბანში აპირებდნენ.

ხვალ, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

კომენტარები