ენერგეტიკა

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ჰიდროენერგიას გამოიმუშავებენ

weforum.org

მსოფლიოში ყველაზე მეტ ჰიდროენერგიას ჩინეთში გამოიმუშავებენ. ქვეყანაში ენერგიის ამ წყაროს ათვისება ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ პრიორიტეტად არის დასახული, რადგანაც ის ქვეყნის საწარმოო სექტორს იაფი და სტაბილური ენერგიით ამარაგებს. ჩინეთში ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია მეორე ადგილზე მყოფი ბრაზილიის გამომუშავებას ორჯერ აღემატება. მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური სამი ხეობაც ჩინეთში მდებარეობს, ის ყოველწლიურად 98 ტერავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ჰიდროენერგიის გამომუშავების შესახებ ინფორმაციას ამერიკის ენერგიის სააგენტო ავრცელებს. 

  1. ჩინეთი - 856 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  2. ბრაზილია - 411 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  3. კანადა - 376 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  4. აშშ - 276 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  5. რუსეთი - 164 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  6. ნორვეგია - 140 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  7. ინდოეთი - 124 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  8. ვენესუელა - 81 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  9. შვედეთი - 78 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია
  10. იაპონია - 74 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია

საქართველო


ფოტო: flickr.com/photos/ebrd

სააგენტოს მონაცემებით 2012 წელს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 7.1 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. ყველაზე მეტ ენერგიას ენგურჰესი გამოიმუშავებს. მისი წლიური საპროექტო გამომუშავება 4300 ათასი კილოვატ საათია. საპარტნიორო ფონდი ნენსკრის $1-მილიარდიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს უკვე ახორციელებს, ასევე $1-მილიარდიანი ხუდონჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. 

საქართველოში გამომუშავებული ჰიდროენერგიის მოცულობა აღემატება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო (5.2 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია), საბერძნეთი (4 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია), აზერბაიჯანი (1.8 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია).

მსოფლიოში ჰიდროენერგიის გამომუშავება სულ 3646 მილიარდი კილოვატ საათია. 

კომენტარები