NDI-ის კვლევა

NDI: 68% - თბილისი თანამდებობის პირებს სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მოსაზრებას, რომ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ თანამდებობის პირებს ქალაქი თუ სოფელი სწორი მიმართულებით მიჰყავთ, თბილისის შემთხვევაში დედაქალაქში გამოკითხულთა 68% არ ეთანხმება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბათუმელთა 55%, ქუთაისელთა 72%, გორელების 53%, ზუგდიდელთა 37%.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ასევე გამოკითხული თელაველების 44% და გურჯაანელების 55%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები