ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს

მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას ამ ინიციატივისთვის და ჩვენს მასპინძლებს, თქვენი ლიდერობით მსოფლიო მოსახლეობას ეძლევა საშუალება, იცხოვროს უფრო მშვიდობიან და დაცულ გარემოში. საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო პარტნიორები ვართ. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში: ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის.

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე.

კომენტარები