გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას საქმეზე დღევანდელი პროცესი გადაიდო

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. რიყის, ტელეიმედისა და თბილსერვის ჯგუფის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.

ამასთან, გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე უგულავას გათავისუფლებას ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00-ზე იმსჯელებს.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები