დაკავება

სამართალდამცველებმა 28 აბი სუბუტექსი ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1955 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვარლამ გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 28 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 მუხლით).

კომენტარები