დაკავება

ბათუმში დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

police.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ბათუმში 1992 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებისას საკონტროლო შესყიდვის დროს სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ამოიღეს 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე 
სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. მისი დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას კი 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკი და თანხა ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო 
გასაღების ფაქტებზე, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

 

კომენტარები