გზა

ნარმანია: ვაკე-საბურთალოს ახალი გზა 15 სექტემბრისთვის ნაწილობრივ გაიხსნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზა ნაწილობრივ 15 სექტემბერს გაიხსნება. მისი თქმით, გზის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

"კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება თამარაშვილიდან გამომავალი გზა, რომელიც პოლიციის შენობის გავლით ერთი მხრივ ვაკეს, მეორე მხრივ კი, საბურთალოს დაუკავშირდება, ამ დროისთვის ასევე გაიხსნება გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის ერთი მხარე, რომელზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ გზის მეორე მხარის აღდგენას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ. 

"პროექტი შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიდის და რაიმე სახის ჩამორჩენა არ გვაქვს. ინტენსიური სამუშაოები როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კომენტარები