რუსთავი 2-ის საქმე

კიევში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15 აგვისტოს კიევში რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. საქართველოს საელჩოსთან ოცამდე მომიტინგე რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას აპროტესტებდა, მათი შეფასებით ეს ოლიგარქის მიერ სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის მცდელობაა. 

სიტყვით გამომსვლელებმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული საქმე პუტინის მიერ მედიაზე კონტროლის დამყარებას და შემდეგ მათ პროპაგანდისტულ იარაღად გამოყენებას შეადარეს. 

დღესვე რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. ინოვაციებისა და განვითარების ფონდის საზაფხულო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის სტუდენტებმა რუსთავი 2-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებიც გააპროტესტეს. ​

კომენტარები