უკანონო თევზჭერა

შსს: უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილეს - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დამნაშავეები ადიგენის რაიონის სოფლების უდისა და არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან და ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან დააკავეს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიმდინარეობს.

კომენტარები