საბანკო ზედამხედველობა

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ეროვნული ბანკის კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. ამის შესახებ ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

"არდადეგების პერიოდია და რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ გვაქვს. ვფიქრობ, საკითხის განხილვა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას დაიწყება", - თქვა კობახიძემ.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" მომზადებულ კანონპროექტს დღეს ვეტო დაადო.

კომენტარები