აქცია კანცელარიასთან

კანცელარიასთან საქართველოში "ერთსქესიანთა" ქორწინების წინააღმდეგ აქცია დაიწყო

ტაბულა / ტაბულა

მთავრობის კანცელარიასთან აქცია ლოზუნგით -  არა ერთსქესიანთა ქორწინებას საქართველოში! - დაიწყო. მისი ორგანიზატორი თავისუფალი თაობაა. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში „ერთსქესიანთა“ ქორწინების პრევენციას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩასაწერად, რადგან პრემიერის ინიციატივა დეფინიციასთან დაკავშირებით ვერ გავა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის არ არსებობის გამო.

დღეს მთავრობის კანცელარიასთან 18 საათზე აქცია STOP RUSSIA არის დაგეგმილი. 

კომენტარები