აქცია კანცელარიასთან

პენსიონერებმა მთავრობის კანცელარიასთან პენსიების გაზრდა მოითხოვეს

ტაბულა

პენსიონერთა კავშირის წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მათ პენსიებისა და საარსებო მინიმუმის გაზრდა მოითხოვეს. საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორიც შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიაში პენსიების გაზრდის მოთხოვნით განცხადებაც შეიტანეს. მათი თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

კომენტარები