სტიქია თბილისში

აბესაძე: მერიასა და ქართულ ოცნებაში ზარალის ანაზღაურებაზე ერთსულოვნება არ არის

ერთი რამ ცხადია, თბილისის მერიასა და ქართულ ოცნებაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურების საკითხზე ერთსულოვნება არ არის და ეს ძალიან დიდი შეცდომაა. უკვე 20 დღეა, საზოგადოებას უწევს მარჩიელობა, თუ რას გადაწყვეტს თბილისის მერი, მოსახლეობის მიერ შეგროვილი თანხიდან აუნაზღაურდებათ თუ არა დაზარალებულებს სრულად ზარალი. რა თქმა უნდა, ერთადერთ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს და მოვიწონებთ წესს, თუკი ეს წესი უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის 100%-ით ანაზღაურებასა და მათი ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.

კომენტარები